ზაალ ანჯაფარიძე – დეგნანის დღევანდელ განცხადებაზე: ამ ინტერვიუს შემდეგ პასუხგაუცემელი კითხვების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა

„ერთ-ერთი თემა, რაც ჩემი ვარაუდით შეიძლებოდა, ამ 3-საათიან შეხვედრაზე განხილულიყო – თავად ელჩ დეგნანის საქმიანობის ირგვლივ შექმნილი ნეგატიური აურის განმუხტვაა“, – წერს ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის „ინტერპრესნიუსთან“ მიცემული ინტერვიუს შესახებ.

მისივე თქმით, როგორც ჩანს, მისი ეს წუხილი შეისმინეს და ივანიშვილის განცხადებაში ხაზგასმით აღინიშნა, აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობების არდაზიანების აუცილებლობა.

„ინტერვიუს ჟურნალისტურ სტანდარტს დეტალურად არ შევეხები, საზოგადოებამ თავად განსაჯოს. ერთს კი ვიტყვი, როდესაც კითხვაში არის ჩადებული შეფასებითი და სუბიექტივისტური მსჯელობა, მაგ. ” …ფიქრობთ, რომ ამ ჯგუფის არაკონსტრუქციული განცხადებების უკან…” , იქ ჟურნალისტიკა დამთავრებულია.
ინტერვიუდან კი ბევრი ვერაფერი საინტერესო ვერ გავიგეთ, ზოგადი ფრაზების გარდა. უფრო მეტიც, ამ ინტერვიუს შემდეგ პასუხგაუცემელი კითხვების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა.
ერთ-ერთი თემა რაც ჩემი ვარაუდით შეიძლებოდა ამ 3 საათიან(!) შეხვედრაზე განხილულიყო – თავად ელჩ დეგნანის საქმიანობის ირგვლივ შექმნილი ნეგატიური აურის განმუხტვა. როგორც ჩანს მისი ეს წუხილი შეისმინეს და ივანიშვილის განცხადებაში ხაზგასმით აღინიშნა, აშშ-ს და საქართველოს ურთიერთობების არდაზიანების აუცილებლობა. ივანიშვილისთვის კი პირადი მოსაზრებების და პოზიციის გამოთქმის უფლება არავის წაურთმევია!“, – წერს ანჯაფარიძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები