ეროვნულ სასახლეში მინანქრის II სიმპოზიუმი გაიმართება
18-დან 31 ივლისის ჩათვლით, ეროვნულ სასახლეში მინანქრის II სიმპოზიუმი გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სასახლე ავრცელებს.
მათივე ცნობით, ახალგაზრდული სიმპოზიუმის ორგანიზატორია ეროვნული სასახლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულების, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების სახელოსნო „ჩუქურთმა“.
პროექტის ფარგლებში ჩატარდება პრაქტიკული მუშაობა, ფოტოგადაღება, მოეწყობა გამოფენა, ასევე დაიბეჭდება შესრულებული ნამუშევრების კატალოგი. სიმპოზიუმის მიზანია ახალგაზრდებში მინანქრის, როგორც უძველესი სახელოვნებო დარგის პოპულარიზაციის ხელშეწყობა, მისი ისტორიისა და უახლესი ტექნოლოგიური მიღწევების გაცნობა. სიმპოზიუმში მონაწილეობა შეუძლიათ 13 – დან 26 – წლამდე ტიხრული მინანქრით დაინტერესებულ ახალგაზრდებს.