ზუგდიდში უბედურ შემთხვევას 18 წლის ბიჭი ემსხვერპლა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში, უბედურ შემთხვევას 18 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, ის საფეხბურთო მოედანზე, სადაც ბავშვები ბურთს თამაშობდნენ, ელექტროენერგიის ჩართვას ცდილობდა. სავარაუდოდ, ის დაუცველ ელექტროსადენებს შეეხო, რის შედეგადაც, ადგილზე დაიღუპა.

შს სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები