ზურაბ ქადაგიძე – სალომე სამადაშვილის განცხადებაზე: კანდიდატის სტატუსი იარაღია კონკრეტული ადამიანების ხელში ჩვენ ქვეყანაში ხელისუფლების ანტიდემოკრატიული, ძალადობრივი ცვლილებისთვის

„სალომე სამადაშვილს რომ ჰკითხოთ, რა ფაქტი აქვს არაფორმალური მმართველობის, ვერც ერთს ვერ დაგისახელებთ… ანუ რა გამოდის, ხელისუფლება წავიდეს, ეს მანქურთები მოვიდნენ და სტატუსს მივიღებთ?“- წერს ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სალომე სამადაშვილის განცხადების შესახებ.

„სალომე სამადაშვილს უთქვამს, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი მოიაზრება არაფორმალურ მმართველად, ქვეყანა კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებსო… ეს არათუ უდიდესი სკანდალია, პირდაპირი დადასტურებაა იმისა, რომ კანდიდატის სტატუსი იარაღია კონკრეტული ადამიანების ხელში ჩვენ ქვეყანაში ხელისუფლების ანტიდემოკრატიული, ძალადობრივი ცვლილებისთვის… ჯერ ერთი სალომე სამადაშვილს რომ ჰკითხოთ, რა ფაქტი აქვს არაფორმალური მმართველობის, ვერც ერთს ვერ დაგისახელებთ… ანუ რა გამოდის, ხელისუფლება წავიდეს, ეს მანქურთები მოვიდნენ და სტატუსს მივიღებთ? ტაშიი… ხელისუფლება უნდა იდგეს მყარად, რადგან ამ ძალიან რთულ დროს, როდესაც დასავლელი ლობისტებისგან ზეწოლა გაასმაგებულია, ხოლო ქართველი სერგო ორჯონიკიძეები, რომელთაგანაც ერთ-ერთს ფოტოზე ხედავთ, თავიანთ ბოლო “ტყვიებს ისრვიან”… P.S დანაღმულ ველზე სიარული მარტივი არ იქნება“- წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები