უკრაინული “ბორში” იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს

უკრაინული კერძის, “ბორშის” მომზადების კულტურა იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის სიაში შევიდა.

ამის შესახებ უკრაინის კულტურის მინისტრმა, ალექსანდრე ტკაჩენკომ “ტელეგრამში” დაწერა.

“ბორშის ომში გამარჯვება ჩვენია. დღეს, 1-ელ ივლისს, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სამთავრობათაშორისო კომიტეტის მე-5 რიგგარეშე სხდომაზე “ბორშის მომზადების უკრაინული კულტურა”იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში იქნა შეყვანილი“, – წერს მინისტრი.

მისი თქმით, “ბორშისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ ომამდე დაიწყო და რასაც  უნდა ამბობდეს მაშა ზახაროვა, რომ “კულინარიული წიგნები აკრძალული იყო, რეცეპტი საიდუმლოდ ინახებოდა და მისი მომზადება იკრძალებოდა” და, ზოგადად, რომ ჩვენი ,,ბორში,, “ექსტრემიზმის და ნაციზმის გამოვლინებაა“, ის უკვე ოფიციალურად უკრაინულია და ,,იუნესკოს,, მფარველობის ქვეშაა“, – დაწერა ტკაჩენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები