ზელენსკი: აშშ-ის მხარდაჭერის წყალობით ფრონტის ხაზზე მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების დახმარების წყალობით, ფრონტის ხაზზე უკრაინის სასარგებლოდ გარკვეული პროგრესია მიღწეული.

„მთელი კვირა უკრაინისთვის სასარგებლო იყო მრავალი მიმართულებით, დღეს კი მინდა მადლობა გადავუხადო აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს იმისთვის, რომ ამერიკის მხარდაჭერა უკრაინისადმი ყოველკვირეულად იზრდება. ამ კვირაში ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგები. შეერთებული შტატების მხარდაჭერის წყალობით ფრონტის ხაზზე მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს“, – განაცხადა ზელენსკიმ საღამოს მიმართვაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები