პუტინი: ევროკავშირი არ არის სამხედრო ორგანიზაცია, ამიტომ, რუსეთი არ არის წინააღმდეგი, რომ უკრაინა ბლოკს შეუერთდეს

ევროკავშირი არ არის სამხედრო ორგანიზაცია, ამიტომ, რუსეთი არ არის წინააღმდეგი, რომ უკრაინა ბლოკს შეუერთდეს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ევროკავშირი არ არის სამხედრო ორგანიზაცია, სამხედრო-პოლიტიკური ბლოკი, ნატოსგან განსხვავებით, ამიტომ, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და მე ყოველთვის ვამბობდი, ჩვენი პოზიცია აქ არის თანმიმდევრული, გასაგები: ჩვენ არაფერი გვაქვს ამის საწინააღმდეგო“, – განაცხადა რუსეთის ლიდერმა.

მისი თქმით, მოსკოვი მხოლოდ უკრაინის „სამხედრო განვითარებას“ აპროტესტებდა, ხოლო ნებისმიერ გაერთიანებაში ეკონომიკური ინტეგრაციის შესახებ გადაწყვეტილებები თავად უკრაინელების გადასაწყვეტია.

„ჩვენ არასდროს ვყოფილვართ ამის წინააღმდეგი (უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება). ჩვენ ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავით უკრაინის ტერიტორიის სამხედრო განვითარების, რადგან ეს საფრთხეს უქმნიდა ჩვენს უსაფრთხოებას. რაც შეეხება ეკონომიკურ ინტეგრაციას, ღვთის გულისთვის, ეს მათი არჩევანია“, – განაცხადა პუტინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები