თამარ ჩერგოლეიშვილი: ლევან ბერძენიშვილი იმსახურებს იმ უმსგავსობას, რაც მის თავს ხდება – უსაზიზღრესი შარლატანია
პრინციპის და სწორის და არასწორის საკითხია, თორემ პირადად ლევან ბერძენიშვილი ნამდვილად იმსახურებს იმ უმსგავსობას, რაც მის თავს ხდება. – ამის შესახებ “ტაბულას” დამფუძნებელი, “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“ეგ ის ადამიანია, ვინც საზოგადოების ყველა მავნე ინსტინქტით ისარგებლა იმისთვის, რომ პოლიტიკური მეტოქეები უბინძურესი მეთოდების გამოყენებით გაეშავებინა – 2007 წელს სიამოვნებით სწამებდა ცილს გიგა ბოკერიას და პატრიარქის ცემაში ამხელდა – უსაზიზღრესი შარლატანია.
მაგრამ პრინციპი არის პრინციპი – მას აქვს უფლება, სისულელეები ილაპარაკოს”, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
შეგახსენებთ, ფილოლოგისა და პოლიტიკოსის, “რესპუბლიკური პარტიის” დამფუძნებლის, ლევან ბერძენიშვილის თქმით, ერეკლე მეფე მოღალატედ უნდა გამოცხადდეს – რომ ჩააბარა მთელი საქართველო, როცა მარტო კახეთს აკონტროლებდა, ვინ მისცა მაგის უფლება?“ – ლევან ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ ერეკლე მეფე მოღალატე იყო (ვიდეო)
ლევან ბერძენიშვილის მოსაზრებას საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა. ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია ამბობს – ერეკლეს მოღალატედ მოხსენიება, ქართველი ერის ფასეულობების ფეხქვეშ გათელვაა! – “ვისაც სამშობლოსათვის ერთი ნაკაწრი არ დაგიდვიათ,” შეეშვით ლანძღვას, ტრაქტატი მინიმუმ წაიკითხეთ
ისტორიკოსი სიმონ მასხარაშვილის აზრით – ვინც ერეკლე II-ს მტრად და მოღალატედ მიიჩნევს ან უმეცარია, ან რუსეთის იმპერიის ყურმოჭრილი მონა
ხოლო ლევან ბერძენიშვილის ძმის, დავით ბერძენიშვილის აზრით, ახალგაზრდობამ უნდა იცოდეს სიმართლე – ერეკლე არც ფარსმანის ტოლია, არც გორგასლის, არც ბაგრატის, არც დავითის, არც გიორგის ….რა პრობლემაა