სიღნაღში თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს
მიმდინარე წლის 11 ნოემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, ჩამოვარდა თურქული სატვირთო ბორტი. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
დეტალურ ინფორმაციას მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდის.