არაბთა გაერთიანებულ საამიროებში “ხელოვნური წვიმის” პროგრამა ამოქმედდა

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა შეიმუშავა და აქტიურად იყენებს ღრუბლოვან თესვის ტექნოლოგიას. ეს არის პროცესი, რომლის მიზანიც წვიმის წვეთების წარმოქმნა და წყალმომარაგების პრობლემების შემსუბუქებაა უდაბნოებით მოცულ რეგიონში,- ამის შესახებ Financial Times-ი წერს.

მეთოდი გულისხმობს თვითმფრინავებისა და სპეციალური ტექნოლოგიების გამოყენებას ღრუბლებში ნაერთების, მაგალითად, კალიუმის ქლორიდის შეყვანას, რათა წვიმის წვეთების წარმოქმნაში შეუწყოს ხელი.

კვლევებით დადგინდა, რომ ტექნოლოგიამ შესაძლებელია წვიმის რაოდენობა 10–25 პროცენტით გაზარდოს, თუმცა ეფექტი გარემო პირობებზეა დამოკიდებული.

საამიროების ხელისუფლება აცხადებს, რომ ტექნოლოგია ერისთვის ერთ-ერთი აუცილებელი ინსტრუმენტია, რადგან ბუნებრივი წვიმის მოცულობა წელიწადში მცირედია, ხოლო მოსახლეობის და ურბანული განვითარებისა და წყალმომარაგების მოთხოვნებმა მკვეთრად მოიმატა.

ცნობისთვის, საუდის არაბეთში „ხელოვნურ ღრუბლებს“ 2022 წლიდან ქმნიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები