“არ მომიკლა დედა” – ზუგდიდში აქცია-პერფორმანსი გაიმართა

სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წევრმა ქალებმა, ზუგდიდში აქცია-პერფორმანსი გამართეს.

აქციის მონაწილეებმა 21 მაისს, თბილისში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლის მიერ ახალგაზრდა ქალის მკვლელობის ფაქტი გააპროტესტეს.

აქციაზე შეკრებილებს თან ჰქონდათ ბანერები წარწერებით – “არ მომიკლა დედა”, “არ გაწირო, არ გაჩუმდე”, “შენი სიჩუმე კლავს”.

აქციის მონაწილეების თქმით, დღეს ისინი ქალთა სიცოცხლის ფუნდამენტური და ხელშეუვალი უფლების დასაცავად გამოვიდნენ. მათივე თქმით, ისინი ფემიციდის ფაქტებს გმობენ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო ტრანსპორტში მგზავრობისას მამაკაცმა მეუღლეს მცირეწლოვანი შვილების თვალწინ ყელი გამოჭრა. შემთხვევა  გუშინ, გურამიშვილის გამზირზე მოხდა. ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ დამნაშავე შემთხვევის ადგილზევე დააკავა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები