ზურაბ აბაშიძე გრიგორი კარასინს ესაუბრა: აღვნიშნე, რომ თბილისი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 17 ივლისს დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმს ნეგატიურად აფასებს

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარესთან, გრიგორი კარასინთან სატელეფონო საუბარი შედგა.

ზურაბ აბაშიძემ გრიგორი კარასინთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ თბილისი ნეგატიურად აფასებს 17 ივლისისთვის ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმს.

„გუშინ შედგა სატელეფონო საუბარი გრიგორი კარასინთან. განვიხილეთ. ე.წ. რეფერენდუმის საკითხი. გადავეცი თბილისის ნეგატიური დამოკიდებულება ამ პროცესის მიმართ. კარასინმა თქვა, რომ იცის ქართული მხარის ნეგატიური რეაქციის შესახებ. მან ასევე თქმა, რომ მოსკოვს ესმის თბილისის ასეთი რეაქციის და ამ მიმართულებით არანაირ ნაბიჯებს არ დგამს“, – განაცხადა აბაშიძემ.

შეგახსენებთ, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში რუსეთთან შეერთების საკითხზე ე.წ. რეფერენდუმი 17 ივლისს გაიმართება. შესაბამის ბრძანებას ხელი დე ფაქტო ხელისუფლების ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა მოაწერა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები