რუმინეთის მიერ კონსტანცაში რუსეთის საკონსულო დახურვას რუსეთი პასუხობს და საპასუხო ზომებს აანონსებს
მოსკოვი რუმინეთის გადაწყვეტილებაზე კონსტანცაში გენერალური საკონსულოს დახურვისა და კონსულის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების შესახებ საპასუხო ზომებს მიიღებს,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლი, მარია ზახაროვა აცხადებს.
საერთაშორისო მედიის თანახმად, რუმინული მხარის გადაწყვეტილება ოფიციალურად უკავშირდება ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებსა და რეგიონში არსებულ დაძაბულ ვითარებას. ბუქარესტში აღნიშნავენ, რომ აღნიშნული ნაბიჯი მიღებულია არსებული უსაფრთხოების შეფასებების საფუძველზე.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაწყვეტილებას „არამეგობრული ნაბიჯი“ უწოდა და განაცხადა, რომ მოსკოვი მასზე საპასუხო ზომებს მიიღებს.
უწყების განცხადებით, რუსეთი ამ გადაწყვეტილებას რეაგირების გარეშე არ დატოვებს.
ამ ეტაპზე კონკრეტული საპასუხო ნაბიჯები არ დასახელებულა, თუმცა მოსკოვი აცხადებს, რომ შესაბამისი ზომები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.