ირაკლი ზარქუა: მგონია, რომ პარლამენტიდან რადიკალური ოპოზიციის გასვლა ტრაგედია არ იქნება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას შეფასებით, პარლამენტიდან რადიკალური ოპოზიციის გასვლა ტრაგედია არ იქნება.

„არაერთხელ ყოფილა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პარლამენტის ბოიკოტი. ხან გავიდნენ, მერე შემოვიდნენ, მერე სიები ჩახსნეს, მერე სიების აღდგენას გვთხოვდნენ. მათი ერთი ინიციატივა გამახსენეთ, რომელიც საზოგადოების საჭიროებებზე იყო მორგებული. არა. ყველა მათი ინიციატივა იყო ან ქაოსზე აქცენტირებული, ან სააკაშვილის თემაზე აქცენტირებული, ან ჩაშლაზე, ან პიკეტირებაზე. მგონია, რომ პარლამენტიდან რადიკალური ოპოზიციის გასვლა ტრაგედია არ იქნება. სამწუხარო იქნება, მაგრამ არა – ტრაგედია“, – განაცხადა ზარქუამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები