ყვარლის მუნიციპალიტეტში, ალმატში სასაფლაოსთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი, გივი ზაუტაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარესთან, ილია მზექალაშვილთან, მერის პირველ მოადგილესთან, ზურაბ ნემსაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ალმატში სასაფლაოსთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
აღნიშნული პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება და სახელშეკრულებო ღირებულება 215330 ლარს შეადგენს.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ქვენიფლენი” ასრულებს.