გია გაჩეჩილაძე: საქართველო ცეცხლში შესაგდებ ფიჩხად სჭირდებათ, რომ უფრო დიდად აალდეს, ასეთი ადამიანები საქართველოს შიგნითაც არიან და გარეთაც, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ
ბაკურიანის შეხვედრა, გინდაც ვაშაძის განცხადებები, უკრაინის ხელისუფლების დაუსაბუთებელი ცილისმწამებლური განცხადებები, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ორკესტრირებულია, ერთი პროექტის შემადგენელია – ამის შესახებ მუსიკოსმა გია გაჩეჩილაძემ „იმედი LIVE”-ში განაცხადა.
მისი თქმით, აქ ყველას ინტერესია, ვისაც მეორე ფრონტის გახსნა უნდა.
„ვისაც საქართველო ფეხებზე კიდია, მათთვის პროექტის ნაწილია, ვისაც უნდა, რომ კიდევ ერთხელ დაანახოს მსოფლიოს, თუ როგორი ცუდია რუსეთი. საქართველო ცეცხლში შესაგდებ ფიჩხად სჭირდებათ, რომ ოდნავ უფრო დიდად აალდეს, ასეთი ადამიანები საქართველოს შიგნითაც არიან და საქართველოს გარეთაც, ამიტომ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. ხელისუფლებას მინდა მივმართო, რაღაც ძალიან კუნთმაგარი სლავები მომრავლდნენ ჩვენს ქალაქში, ის ადამიანები, ვინც იქ უნდა იყვნენ და ომობდნენ. არ ვიცი, განზრახვა არ ჰქონდეთ ცუდი, გული რეჩხს მიშვება რაღაცა და თუ აკონტროლებენ ამას ყველაფერს, რაღაც დივერსიებს არ ჰქონდეს მერე ადგილი პოსტფაქტუმ. ერთადერთი ეს მაქვს თორემ, ხალხის და საზოგადოების იმედი მაქვს სიმართლე გითხრათ, იმიტომ რომ ხალხმა და საზოგადოებამ ყველაზე კარგად იცის და უწყის, რა უნდა დღეს ჩვენს ქვეყანას“ – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.