ჩარკვიანი – უგულავას განცხადებაზე: ემოციურად ახსენა, რომ არ შეიძლება დაპირისპირების და ესკალაციის დაშვება

ადამიანმა, რომელიც ხედავს, ხელისუფლება უპირებს, გახდეს მკვლელობის თანამონაწილე, ემოციურად ახსენა, რომ არ შეიძლება დაპირისპირების და ესკალაციის დაშვება. გიგიმ ემოციურად თქვა, რომ ეს გამოიწვევს დიდ დაპირისპირებას, – ასე გამოეხმაურა პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი ოპოზიციონერი გიგი უგულავას განცხადებას, რომ „სააკაშვილს მოუვა რაღაც ციხეში და დაგჭირდებათ ძმაკაცობა მღვდლებთან, ბევრი წესის აგება მოუწევთ, თვითონ ჩავერთვები შურისძიებაში“.

„დაპირისპირებას აღვივებს მხოლოდ და მხოლოდ იმის საშიშროება, რომ ჩვენ, სრულიად საზოგადოებას, მომხრეებს, არამომხრეებს – ყველას ხელისუფლება უპირებს, აქციოს მკვლელად. ეს გაცხადებული მკვლელობის ქრონიკაა, რაც მოიტანს ესკალაციასა და დაპირისპირებას. ადამიანმა, რომელიც უყურებს და ხედავს, რომ ხელისუფლება უპირებს, გახდეს მკვლელობის თანამონაწილე, ემოციურად უბრალოდ ახსენა, რომ არ შეიძლება დაპირისპირების და ესკალაციის დაშვება. დაუშვებელია, სირცხვილია, თავის მოჭრაა სახელმწიფოსთვის ამის გაკეთება. რუსეთზე მომუშავე ხელისუფლებაა და პუტინს უგორებენ, მაგრამ არ მინდა, ამ ყველაფრის თანამონაწილე გავხდე. ეს რაღაც საშინელებაა. საუბარია გადავადებაზე და არა გაქცევაზე. ვითხოვთ, შემოიყვანონ უცხოელი ექიმები და მათ დასვან დიაგნოზი. უხერხულად გამოიყურებიან კობახიძე და სუბარი, რომლებიც დასცინიან ციხეში გამომწყვდეულ ადამიანს. ეს არც ოჯახისშვილობაში, არც კაცურად არაფერში წერია. მე რომ ოპოზიციაში ვიყავი, მაშინაც ცუდი სახალხო დამცველი იყო და ახლაც ცუდი პარლამენტარია სოზარი, ეს ჩვენი ქვეყნის ტრაგედიაა. ზოგადად, ჩვენი ქვეყნის ტრაგედიაა, რომ ამ ტიპის პარლამენტარები გვყავს. იცით, გიგიმ ადამიანურად, ემოციურად თქვა, რომ ეს გამოიწვევს დიდ დაპირისპირებას და ცხადია, გამოიწვევს. შეიძლება, ეს შურისძიება არ იყოს, მაგრამ ესკალაცია რომ იქნება, ფაქტია“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები