მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით, აქცია გაიმართა
საქართველოს მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით, პრეზიდენტის სასახლესთან აქცია გაიმართა.
ორბელიანების სასახლესთან აქციაზე იმყოფებოდნენ ექსპრეზიდენტის ოჯახის წევრები, მისი მხარდამჭერები, აქტივისტები და პოლიტიკოსები.
“დღეს ჩვენი მთავარი მოთხოვნა უკავშირდება პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობას და სიცოცხლის უზრუნველყოფას. ეს ამ შემთხვევაში შეუძლია სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც აქვს ის მანდატი, რომ შეძლოს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა თუნდაც პოლონეთში და ამის უზრუნველყოფა”, – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა.