sputnik: უკრაინაში კიდევ ერთი ცხინვალელი ჯარისკაცი დაიღუპა
რუსული სამთავრობო მედიის – ”სუტნიკის“ ცხინვალის ბიუროს ინფორმაციით, უკრაინაში კიდევ ერთი ადგილობრივი სამხედრო მოსამსახურე, 36 წლის ალიმ ლოხოვი დაიღუპა.
უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების შეჭრის შემდეგ, სამხედრო მოქმედებებში თვითაღიარებულ სამხრეთ ოსეთში მცხოვრები არაერთი ჯარისკაცი დაიღუპა და დაიჭრა.
შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლის შემდეგ ომში ჩასართავად რუსეთმა გაიყვანა სამხედრო ტექნიკის ნაწილი როგორც ოკუპირებული აფხაზეთის, ასევე, თვითაღიარებული ცხინვალის რეგიონიდან.