გია ვოლსკი: ომი, აგრესია, ოკუპაცია, უამრავი მსხვერპლი – ეუთო-ს დელეგაციასთან იმ თემებზე იქნება საუბარი, რაც მსოფლიოს აწუხებს
ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) დირექტორ მატეო მეკაჩისთან შეხვედრაზე საუბარი იქნება იმ თემებზე, რაც მსოფლიოს და ჩვენს რეგიონს აწუხებს – ეს არის ომი, აგრესია, ოკუპაცია, უამრავი მსხვერპლი, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
„ეუთო-ში რუსეთს აქვს გადაწყვეტილებების დაბლოკვის რესურსი და ამაზეც იქნება საუბარი, ვინაიდან ეუთო არის ერთ-ერთი ქმედითი მექანიზმი იმისათვის, რათა წევრი ქვეყნების უსაფრთხოება უზრუნველყოს“, – თქვა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დირექტორი დღეს პარლამენტში შეხვედრებს გამართავს.