ირაკლი ქადაგიშვილი: “ნაცმოძრაობას” მორიგ ჯერზე სურს, აქციებითა და არეულობით ხელისუფლება ჩამოშალოს – ამ მიზანს ასრულება არ უწერია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, “ნაციონალურ მოძრაობას” სურს, აქციებითა და არეულობით ხელისუფლება ჩამოშალოს.
მისივე თქმით, ამ მიზანს ასრულება არ უწერია.
„კარგი იქნება, თუ სააკაშვილი თვითდაზიანების რეჟიმში არ იქნება და ელემენტარულ მოთხოვნებს შეასრულებს. „ნაციონალურ მოძრაობას“ მორიგ ჯერზე უნდა აქციებით, პროვოკაციებით, არეულობით მიზანს მიაღწიოს და ხელისუფლება ჩამოშალოს, ქვეყანა დაასუსტოს. ამ მიზანს ასრულება არ უწერია ორი მარტივი მიზეზის გამო, ეს არ არის ქართველი ხალხის დაკვეთა და საქართველოს სხვა დღის წესრიგი სჭირდება, ვიდრე ამას ომისა და ღალატის პარტია ბოლო ორი წლის განმავლობაში ინტენსიურად აანონსებს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.