22 აპრილი ჟანრი ლოლაშვილის დაბადების დღეა – მას 80 წელი შეუსრულდა
„საქართველოს თეატრალური საზოგადოება დიდი პატივისცემით ულოცავს ყველასათვის საყვარელ მსახიობს, საქართველოს სახალხო არტისტს, ბატონ ჟანრი ლოლაშვილს საიუბილეო თარიღს“, – ასე იწყებს მილოცვას თეატრალური საზოგადოება გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ჟანრი ლოლაშვილი დაიბადა 1942 წლის 22 აპრილს. 1963 წელს დაამთავრა მოსკოვის კინემატოგრაფისტთა უმაღლესი კურსები. 1958-1961 წლებში იყო კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მხატვარი-მულტიპლიკატორი; 1961–1963 წლებში კინემატოგრაფიის ინსტიტუტის მხატვარი, ხოლო 1963–1964 ზუგდიდის სახელმწიფო თეატრის მსახიობი; 1965 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობია.
აღსანიშნავი როლებია: გრენგოლი – „გუშინდელნი“ , მწერალი – „ყვარყვარე“, მერკუციო – „რომეო და ჯულიეტა“, მთხრობელი – „კავკასიური ცარცის წრე“, ავშაროვი – „ქალის ტვირთი“, მასხარა „ლირი“, ლუარსაბი – „კაცია-ადამიანი?!“.
ჟანრი ლოლაშვილმა ასევე შეასრულა კინოფილმებში შემდეგი როლები: თავადი – „ნუცა“, ედისონი – „მოხეტიალე რაინდები“, მხატვარი – „მწვანე მდელო“, იონა – „გზა შინისკანენ“, ნაპოლეონი – „ბაგრატიონი“, ფოტორეპორტიორი – რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“, ხოსე – „ფაქიზად საყვარელი დეტექტივი“, მმართველი – „გაქცევა ქვეყნის დასალიერში“, მამა- „მიახლოვება“, ხოსე-გარსია – „დონ-კიხოტი“, ხიუზი – „ჩემი ინგლისელი პაპა“, ძმა – „ვინ ამიყვანს იალბუზზე“, ილია ილიას ძე – „სტალინის მოგზაურობა აფრიკაში“, ყადი – „სიბრძნე-სიცრუისა“, მამა – „საფეხურები“, ქურდი – „საბედისწერო გასროლა“ და სხვა.
საქართველოს თეატრალური საზოგადოება, უსურვებს ბატონ ჟანრის ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს და შემოქმედებით წარმატებებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.