სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ შეშფოთებულია იმით, რომ ჩინეთი მხარს უჭერს რუსეთის აგრესიას

სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვენდი შერმანი დღეს ბრიუსელში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს, მირჩა ჯოანას და ნატოს მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, აშშ შეშფოთებულია იმით, რომ ჩინეთი მხარს უჭერს რუსეთის აგრესიას.

„აშშ შეშფოთებულია იმით, რომ ჩინეთი მხარს უჭერს რუსეთის აგრესიას, მათ შორის ნატოსა და უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ რუსული დეზინფორმაციის გავრცელების გზით. ვენდი შერმანმა ასევე მოუწოდა ალიანსის წევრ ქვეყნებს, გააგრძელონ აქტიური ტრანსატლანტიკური კოორდინაცია საერთო წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დასაცავად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ვენდი შერმანმა დღევანდელ შეხვედრაზე განიხილა ნატოს წევრი ქვეყნების კოორდინაცია, რომლის მიზანსაც საიმედო შეკავებისა და თავდაცვის უზრუნველყოფა წარმოადგენს, და ისაუბრა ამერიკის პრიორიტეტებზე ნატოს მომდევნო სტრატეგიულ კონცეფციასთან დაკავშირებით, რომელმაც ალიანსი კიდევ უფრო ძლიერი და ერთიანი უნდა გახადოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები