„კავკასიური სახლი“ აზერბაიჯანის ისტორიის, ლიტერატურისა და პოლიტიკის შესახებ ლექციათა კურსს უმასპინძლებს

„კავკასიური სახლი“ აპრილის მეორე ნახევარში აზერბაიჯანის ისტორიის, ლიტერატურისა და პოლიტიკის შესახებ ლექციათა კურსს უმასპინძლებს.
ორგანიზატორების ინფორმაციით,  სახალხო უნივერსიტეტის აპრილის სესიის განრიგი უკვე ცნობილია.
„აზერბაიჯანი შუა საუკუნეებიდან XIX საუკუნის ჩათვლით“ – 26 აპრილი, 17:00 საათი, პროფესორი სარდიონ ზედელაშვილი;
„გმირის ინიციაცია ქოროღლის აზერბაიჯანულ ეპოსში“ – 28 აპრილი, 17:00 საათი, პროფესორი ღვთსო მამისიმედაშვილი;
„პოსტსაბჭოთა აზერბაიჯანი: მიღწევები და გამოწვევები“ – 30 აპრილი, 17:00 საათი, პოლიტოლოგი ზვიად ავალიანი.
დათქმულ დროს ლექციების მოსმენა შესაძლებელია ჩვენი ორგანიზაციის YouTube არხზე:  https://www.youtube.com/CaucasianHouse

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები