რუსებმა ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკის “შს მინისტრი” დააკავეს
რუსეთის ფსბ-მ ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ.შს მინისტრი, იგორ კორნეტი დააკავა, რომელიც ამჟამად დონის როსტოვში საგამოძიებო იზოლატორშია მოთავსებული.
უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, კორნეტის დაკავებას “რესპუბლიკის” წარმომადგენლებში უარყოფითი რეაქცია მოჰყვა.
„ლუგანსკის შინაგან საქმეთა მინისტრის“ დაკავებას ძალოვანი სტრუქტურების და „რესპუბლიკის“ პოლიტიკური ხელმძღვანელობის უარყოფითი რეაქცია მოჰყვა, რომლებიც მომხდარს კვაზი სახელმწიფოს ძალოვან ბლოკში ცვლილებების დასაწყისად აფასებენ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
გარდა ამისა, უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, კორნეტის გათავისუფლებას “ლუგანსკის ლიდერი”, ლეონიდ პასეჩნიკი ცდილობს.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge