საზღვრის კვეთის საქმეზე სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ბრალდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში იწყება.
სხდომაზე დღეს ბრალდების მხარის მტკიცებულებებს განიხილავენ.
პროცესს მიხეილ სააკაშვილიც ესწრება.
ცნობისთვის, აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს: ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.