ჯანდაცვის მინისტრი: იმუნიზაციის საბჭოს მხრიდან კორონავირუსის ვაქცინის მეოთხე დოზასთან დაკავშირებით რეკომენდაცია, ჯერჯერობით, არ არის

“თუ იმუნიზაციის საბჭოდან იქნება ამის რეკომენდაცია, სამინისტროს დონეზე გავივლით და შევჯერდებით. ჯერ ასეთი რეკომენდაცია არ არის”, – ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, ხედავს თუ არა კორონავირუსის ვაქცინის მეოთხე დოზის საჭიროებას.

მისივე თქმით, ქვეყანაში ეპიდვითარება დასტაბილურდა.

“ბოლო ერთ თვეზე მეტია, ვაკვირდებით, რომ ეპიდვითარება ქვეყანაში მნიშვნელოვნად დასტაბილურდა. ბოლო რამდენიმე კვირაა, მინიმუმამდეა დაყვანილი შემთხვევების რაოდენობა, ასევე, გარდაცვალებაც მკვეთრად შემცირდა. იმუნიზაციის საბჭო მუდმივ რეჟიმში განიხილავს სხვადასხვა ქვეყნის მაგალითს, ამა თუ იმ ვირუსის შტამის მიმდინარეობას, თუ საბჭოდან იქნება ამის რეკომენდაცია, სამინისტროს დონეზე გავივლით და შევჯერდებით. ჯერ ასეთი რეკომენდაცია არ არის“, – განაცხადა მინისტრმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები