კედიას ქუჩის N10-ში სპორტული მოედანი გაიხსნა

 

დიდუბეში, კედიას ქუჩა N10-ში სპორტული მოედანი და მოსასვენებელი სივრცე გაიხსნა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დასრულებული სამუშაოები დიდუბის რაიონის გამგებელმა ვლადიმერ ძნელაძემ პარლამენტისა და საკრებულოს დეპუტატებთან ერთად დაათვალიერა.

“ინფრასტრუქტურული პროექტი დიდუბის გამგეობის სრული დაფინანსებით განხორციელდა.

ტერიტორიაზე აშენდა ფეხბურთისა და კალათბურთის ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი. ასევე, მოეწყო მოსასვენებელი სივრცე, სადაც სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაო განხორციელდა. საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა, დამონტაჟდა გარე განათების სისტემა, განთავსდა საპარკე ინვენტარი. პატარებისთვის კი, სათამაშო სივრცე მოეწყო.

პროექტი ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „ლინაგი“ შეასრულა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 93 000 ლარი გამოიყო. ღონისძიების ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით, ფეხბურთის, კალათბურთისა და ფრენბურთის ამხანაგური მატჩი გაიმართა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები