ვოლსკი: უკრაინაში დაღვრილ სისხლსა და ცრემლზე პარაზიტობა „ნაცმოძრაობის“ მთავარი საქმიანობაა

უკრაინაში დაღვრილ სისხლსა და ცრემლზე პარაზიტობა „ნაცმოძრაობის“ მთავარი საქმიანობაა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

„გადაწყვეტილება მიღებულია დიდი ხნის წინ – დესტაბილიზაცია და ახლა ამ მიზნით უკრაინის თემის გამოყენება არის ის, რასაც ახლა ჩვენ თვალ-ყურს ვადევნებთ „ნაცმოძრაობის“ საქმიანობაში. უკრაინაში დაღვრილ სისხლსა და ცრემლზე პარაზიტობა „ნაცმოძრაობის“ მთავარი საქმიანობაა, ამ ბოლო პერიოდში კი განსაკუთრებით. ამის შემადგენელი ნაწილი გახდა მარგველაშვილი“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები