„ვით ერთი კოცნა“ – მაია კახიძის ახალი პოეტური კრებულის წარდგენა გაიმართება

18 აპრილს, 17:00 საათზე, თავისუფალ თეატრში, ჟურნალისტისა და მსახიობის, მაია კახიძის ახალი პოეტური კრებულის – „ვით ერთი კოცნა“ წარდგენა გაიმართება.
როგორც ავტორმა „კვირას“ განუცხადა, ეს მისი მეექვსე პოეტური კრებულია. მანამდე გამოიცა: „ფიქრიმაიები“, „ნაამბორალი“, „შენა ხარ ჩემი ახლაც და მერეც“, „საღამოს თაგალები“, „თბილისი ახლა ისე ახლოა“.  ზოგადად კი, მაია კახიძის შემოქმედებით  მოღვაწეობას 11 წიგნი ასახავს. უნდა ითქვას ისიც, რომ ერთადერთი ქალი ავტორია, ვინც ფეხბურთზე წიგნი დაწერა.
თავისუფალ თეატრში  კრებულის წარდგენას დაესწრებიან: მსახიობები, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, მწერლები, პოეტები, მომღერლები, მხატვრები… მისი სტუმრები იქნებიან: მწერალთა და ჟურნალისტთა კავშირები.
როგორც ამბობს, საღამოს წამყვანი  თავად იქნება.
„ვინც მიცნობთ, კარგად იცით, რომ გულწრფელად გამახარებს თითოეული თქვენგანის სტუმრობა. ვეცდები, კიდევ ერთი ლამაზი, საინტერესო და თბილი საღამო გავატაროთ ერთად, სიყვარულის, მონატრების, სიმღერის და პოეზიის თანხლებით.
დასწრება თავისუფალია და მთავარი – ერთმანეთის ნახვის სიხარულით სავსე. ასე რომ, მალე შეხვედრამდე“! – წერს მაია კახიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები