პოდოლიაკი: უკრაინამ ფსკერზე გაგზავნა კრეისერი “მოსკოვი“, დროა, ევროპამ რეალური მოსკოვი გაგზავნოს ფინანსურ ფსკერზე

უკრაინამ ფსკერზე უკვე გაგზავნა რუსული კრეისერი “მოსკოვი“, დროა – ევროპამ რეალური მოსკოვი ფინანსურ და ეკონომიკურ ფსკერზე გაგზავნოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი Twitter-ზე წერს.

მისივე თქმით, ამისათვის საჭიროა მხოლოდ სრული ემბარგო რუსეთის ნავთობსა და გაზზე.

“უკრაინამ ფსკერზე უკვე გაგზავნა რუსული კრეისერი „მოსკოვი“. დროა, ევროპამ რეალური მოსკოვი ფინანსურ და ეკონომიკურ ფსკერზე გაგზავნოს. ამისათვის საჭიროა მხოლოდ სრული ემბარგო რუსეთის ნავთობსა და გაზზე”, – წერს პოდოლიაკი.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები