ორი ამერიკელი კონგრესმენი ბუჩაში ჩავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების სენატორი მონტანიდან, სტივ დეინსი და წარმომადგენელთა პალატის უკრაინელი წარმოშობის კონგრესმენი ინდიანიდან, ვიქტორია სპარცი ბუჩაში ჩავიდნენ.

ისინი პირველი ამერიკელი ოფიციალური პირები არიან, რომლებიც ომის დაწყების შემდეგ უკრაინას ეწვივნენ.

“ვერაფერი ჩაანაცვლებს რეალურად აქ ყოფნას, ყველაფრის უშუალოდ ხილვას, დროის გატარებას იმ ხალხსა და ლიდერებთან, რომლებიც ომის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდნენ”, – აღნიშნა სენატორმა დეინსმა.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები