CNN: შეერთებული შტატებში ფიქრობენ, რომ უკრაინაში ომი შესაძლოა, წლის ბოლომდე გაგრძელდეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ევროპელ მოკავშირეებს განუცხადა, რომ “შეერთებული შტატებში ფიქრობენ, რომ უკრაინაში ომი შესაძლოა, წლის ბოლომდე გაგრძელდეს”.

ამის შესახებ CNN-ს ორმა ევროპელმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა.

CNN-თან საუბრისას ჩინოვნიკები ამბობენ, რომ ამჟამად იმის განსაზღვრა, თუ რამდენხანს შეიძლება, გაგრძელდეს ომი, რთულია.

თუმცა, როგორც ზოგიერთმა მათგანმა თქვა, არ არსებობს იმის ნიშანი, რომ ვლადიმერ პუტინის საბოლოო მიზანი შეიცვალა. ნაკლებსავარაუდოა, რომ სამხედრო მარცხთან შეჯახების გარეშე, მან დიპლომატიური მოლაპარაკება ისურვოს.

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ბრძოლები შესაძლოა, “თვეების მანძილზე ან უფრო მეტხანს” გაგრძელდეს.

კიდევ ორმა ევროპელმა ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ, მათი აზრით, უკრაინის აღმოსავლეთით საბრძოლო მოქმედებები შეიძლება, ოთხიდან ექვს თვემდე გაგრძელდეს და შემდეგ ჩიხამდე მივიდეს.

ოფიციალური პირები ასევე აღიარებენ, რომ საზოგადოება შეიძლება, დაიღალოს უკრაინის მუდმივი მხარდაჭერის აუცილებლობით და მათთვის ხშირი შეხსენება იქნება საჭირო, რომ უმოქმედობა კიდევ უფრო ძვირი დაჯდება.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები