ოკუპანტებმა ხარკოვში საევაკუაციო ავტობუსებს ცეცხლი გაუხსნეს, სულ მცირე – 10 დაღუპულია

რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქის სოფელ ბოროვაიას მახლობლად საევაკუაციო ავტობუსებს ცეცხლი გაუხსნეს, რომლის შემდეგად, სულ მცირე, 10 მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული, 30-მდე დაჭრილი.

ამის შესახებ მედიას ხარკოვის საოლქო პროკურატურის პრესმდივანმა, დმიტრი ჩუბენკომ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დაშავებულთა და დაღუპულთა ზუსტი რიცხვი დგინდება.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები