ვოლოდიმირ ზელენსკი – ომის 50 დღის განმავლობაში უკრაინა გახდა გმირი მთელი თავისუფალი სამყაროსთვის

ომის 50 დღის განმავლობაში უკრაინა გახდა გმირი მთელი თავისუფალი სამყაროსთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, ყველა, ვისაც აქვს გამბედაობა, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას, გმირი გახდა.

„ომის 50 დღის განმავლობაში უკრაინა გახდა გმირი მთელი თავისუფალი სამყაროსთვის. მათთვის, ვისაც აქვს გამბედაობა, ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას. მათთვის, ვინც პროპაგანდით მოწამლული არ არის. თქვენ ყველანი გმირები გახდით. ყველა უკრაინელი. ყველა უკრაინელი, რომელიც წინ აღუდგა, რომელიც არ დანებდა და რომელიც გაიმარჯვებს, რომელიც მშვიდობას მოუტანს უკრაინას. ამაში დარწმუნებული ვარ”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები