საფრანგეთი აცხადებს, რომ მისი საელჩო უკრაინაში ძალიან მალე დაბრუნდება

საფრანგეთი აცხადებს, რომ მისი საელჩო უკრაინაში ძალიან მალე ლვოვიდან კიევში დაბრუნდება.

როგორც საფრანგეთის საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ივ ლე დრიანმა უკრაინელ კოლეგას, დმიტრო კულებას სატელეფონო საუბრისას აცნობა.

„ეს გადაადგილება ძალიან მალე მოხდება და საფრანგეთს საშუალებას მისცემს, კიდევ უფრო გააღრმავოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ყველა სფეროში“, – აღნიშნულია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ორი ქვეყნის მინისტრმა ასევე განიხილა საფრანგეთის დახმარების საკითხი „რუსული ძალების მიერ ჩადენილი ძალადობის მტკიცებულებების შეგროვებაში და დოკუმენტირებაში“.

ამასთან, მათ უკრაინისთვის ჰუმანიტარულ ოპერაციებსა და სამხედრო ტექნიკით უზრუნველყოფაზეც ისაუბრეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები