დავით უსუფაშვილი: ახლა პრიორიტეტულია პარლამენტის თავმჯდომარის ჩასვლა უკრაინაში

მნიშვნელოვანია პარლამენტის თავმჯდომარის ჩასვლა უკრაინაში და არა ის, ვინ იქნება დელეგაციაში, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მრავალპარტიული დელეგაცია უკრაინაში სათანადო დროს ჩავა.

„ყოველთვის ვამბობდი, რომ მნიშვნელოვანია პარლამენტის თავმჯდომარის ჩასვლა უკრაინაში და არა ის, ვინ იქნება დელეგაციაში. ჩვენი გეგმა რჩება ძალაში, მრავალპარტიული დელეგაცია ჩავა უკრაინაში სათანადო დროს და ადგილზე. ახლა პრიორიტეტულია პარლამენტის თავმჯდომარის ჩასვლა“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მმართველმა გუნდმა ოპოზიციას უკრაინის დელეგაციაში თანაბარი თანაფარდობით მონაწილეობა შესთავაზა, რომლის მიხედვითაც დელეგაციის 3 წევრი უმრავლესობიდან, 3 კი ოპოზიციიდან იქნებოდა წარმოდგენილი. თავის მხრივ, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მათი დელეგაცია უკრაინაში ცალკე წავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები