„ენა, როგორც სიმბოლური ძალაუფლება“ – დისკუსია გაიმართება
14 აპრილს, 18:00 საათზე, მწერალთა სახლში დისკუსია – „ენა, როგორც სიმბოლური ძალაუფლება“ გაიმართება.
მწერალთა სახლის ინფორმაციით, დისკუსიაში მონაწილეობენ: გიორგი ხასაია და გიგა მამინაშვილი. მოდერატორია გიორგი მაისურაძე.
„1978 წლის 14 აპრილს თბილისში ჩატარდა მრავალრიცხოვანი მანიფესტაცია ქართული ენის საკონსტიტუციო სტატუსის დასაცავად.

ეს იყო მეორე შემთხვევა საბჭოთა საქართველოს ისტორიაშია, როდესაც ხალხი ხელისუფლების გადაწყვეტილებას დაუპირისპირდა. პირველი – 1956 წლის 9 მარტს „სტალინის პიროვნების კულტის“ დემონტაჟს აპროტესტებდა, დემონსტრანტებზე ცეცხლის გახსნით დამთავრდა. 14 აპრილს მანიფესტაციით ქართულმა ენამ შეინარჩუნა სახელმწიფო ენის სტატუსი. ამასთანავე, ენა სიმბოლურად ერის გამაერთიანებელიც გამოდგა და პოლიტიკური ინსტრუმენტიც.
დისკუსიაში საუბარი იქნება ენაზე, როგორც კოლექტიური იდენტობის სიმბოლოსა და ძალაუფლების მედიუმზე; ენის ადგილსა და მნიშვნელობაზე საბჭოთა პოლიტიკურ წესრიგში და გვიანი საბჭოთა პერიოდის ქართულ ეროვნულ ცნობიერებაში; ენის პოლიტიკურ და კულტურულ ფუნქციაზე დამოუკიდებელ საქართველოში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.