„რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?” – ქართული ფილმი გერმანიის კინოთეატრებში გამოდის

არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი ფილმი „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?” გერმანიის კინოთეატრებში გამოდის.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ალექსანდრე კობერიძის ნამუშევარს 50-მდე კინოთეატრში უჩვენებენ.
ფილმი შექმნილია ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით (დაფინანსების 15.5%). მისი მსოფლიოს პრემიერა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები