„ლეკვების სამოთხე“ – დათია ბადალაშვილის ახალი წიგნის წარდგენა გაიმართება
16 აპრილს, 16 საათზე, მწერალთა სახლში დათია ბადალაშვილის ახალი წიგნის – „ლეკვების სამოთხე“ წარდგენა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, წიგნი გამოიცა საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მხარდაჭერით, პროექტ „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ფარგლებში.
ორგანიზატორების ინფორმაციით, წიგნი გამოიცა საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მხარდაჭერით, პროექტ „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ფარგლებში.
ირაკლი სამსონაძე:
„დათია ბადალაშვილი მინიატურებიდან უაღრესად საინტერესო სამყაროს ქმნის, ჩვეულებრივი სოფლური ყოფიდან მკითხველამდე სევდით, იუმორით, მძაფრი ტკივილით გაჯერებული სინამდვილე მოაქვს; ამ წიგნში ყველაფერი ცოცხალი და დამაჯერებელია.

აქ ქართული სიტყვის მადლი იგრძნობა, ხარისხიან ლიტერატურასთან ზიარების განცდა გეუფლება და მიჰყვები ახალ პლანეტაზე მოგზაურობის მომნუსხველ თავგადასავალს, რომელშიც ავტორი გითრევს, თავადაც განიცდის და შენც განგაცდევინებს, იღიმის და შენც გაღიმებს, სტკივა და ამ ტკივილით კათარსისში გაჰყავხარ“…
გამოცემა მომზადდა მწერალთა სახლის და გორის მუნიციპალიტეტის მერიის და გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მხარდაჭერით.