„თანამედროვე უკრაინელი პოეტები“ – საქველმოქმედო გამოცემის წარდგენა გაიმართება

13 აპრილს, 19:00 საათზე, მწერალთა სახლში კრებულის „თანამედროვე უკრაინელი პოეტები“ წარდგენა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, კრებული „თანამედროვე უკრაინელი პოეტები“ მომზადდა და გამოიცა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლი უკრაინისა და გმირი უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად.
8 უკრაინელი პოეტის შემოქმედება ქართულ ენაზე მწერალმა შოთა იათაშვილმა თარგმნა, დიზაინი კი უკრაინელ იულია კირაკოსოვას ეკუთვნის.
„წიგნის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მწერალთა სახლის ბაღში ქართველი პოეტები წაიკითხავენ უკრაინაში მიმდინარე ომის პერიოდში დაწერილ ლექსებს.
ეს არის სპეციალური საქველმოქმედო გამოცემა, რომლის გაყიდვით მიღებული შემოსავლიდან თითოეული თეთრი გადაირიცხება უკრაინის დასახმარებლად“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები