„ქართული კულტურისათვის მნიშვნელოვანი კერძო კოლექციების ერთიანობის შენარჩუნება/სამუზეუმო ფონდების შევსება” – პროექტის ფარგლებში კულტურის სამინისტრომ 100 მხატვრის 677 ნამუშევარი შეიძინა
30-წლიანი წყვეტის შემდეგ, 2021 წელს, კულტურის სამინისტრომ სამუზეუმო ფონდების შევსება დაიწყო
როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პროექტის „ქართული კულტურისათვის მნიშვნელოვანი კერძო კოლექციების ერთიანობის შენარჩუნება/სამუზეუმო ფონდების შევსება” ფარგლებში, 2021 წლის სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, სამინისტრომ შეიძინა 100 მხატვრის 677 ნამუშევარი. მათ შორის, 153 ფერწერა და 524 გრაფიკა.
„პროექტი მიზნად ისახავს მუზეუმების ფონდების შევსებას ახალი და თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებით, ვინაიდან შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ფონდების შევსება 1970-იანი წლების შემდეგ არ მომხდარა. 2021 წელს კულტურის სამინისტრომ შეიძინა გამორჩეულ შემოქმედთა ნამუშევრები, ვისი ნახატებიც აქამდე საერთოდ არ იყო, ან არასაკმარისად იყო წარმოდგენილი ფონდებში. ეს ნამუშევრები წარმოაჩენს ქართული სახელოვნებო სივრცის განვითარების სურათს – 1960-1970-იანელთა თაობის ქართული გრაფიკის ახალი კოლექცია, 1980-1990-იანელთა თაობის მხატვრების ფერწერული ნამუშევრები, ასევე, ნონკონფორმისტი მხატვრების ნამუშევრები, რომელთა შეძენას საფუძვლად დაედო სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 2021 წლის 5 ნოემბერს ფართო საზოგადოებისათვის პირველად, ჯგუფურად ექსპონირებული ნონკონფორმისტი მხატვრების 53-ზე მეტი ფერწერული, გრაფიკული, ქანდაკების, კოლაჟური, ასამბლაჟის და ობიექტის მედიუმში შესრულებული ნამუშევარი. ასევე, 2021 წელს კულტურის სამინისტროს მიერ შეძენილ იქნა გამოჩენილი ქართველი მხატვრის, ვალერიან სიდამონ-ერისთავის კოლექცია, რომელიც შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმსა და ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმში გადანაწილდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
2021 წელს სამინისტრომ შეიძინა შემდეგი მხატვრების ნამუშევრები:
1. ალექსიძე დავით
2. არბოლიშვილი ბესიკ
3. აბულაძე ეკა
4. ანთაძე დიმიტრი
5. აფხაზი ზურა
6. აბრამიშვილი მერაბი
7. ბერიშვილი იური
8. ბაჩანაშვილი ზაალი
9. ბერძენიშვილი ზაზა
10. ბუღაძე ვახო
11. ბერდიშევი ალექსანდრე
12. ჰანს ჰეინერ ბური
13. გიკაშვილი ზურაბ
14. გაგოშიძე დავით
15. გეგეჭკორი გოგი
16. გოგრიჭიანი მიშა
17. გუგუშვილი გიორგი (უმცროსი)
18. გაჩეჩილაძე რუსუდან
19. გელოვანი ეკატერინა
20. გუგუშვილი გია
21. გიგოშვილი ია
22. დათუკიშვილი მალხაზ
23. დეისაძე ზაური
24. ეძგვერაძე გია
25. ვარვარიძე თამაზ
26. ვაშაკიძე გივი
27. ზაალიშვილი ნინო
28. ზაუტაშვილი გელა
29. ზამბახიძე ლალი
30. ზაუტაშვილი ილიკო
31. თათანაშვილი თემურ
32. თოფურია კაკო
33. თოფურიძე ვახტანგი
34. თოიძე ირაკლი
35. თუმანიშვილი მანანა
36. იაკობაშვილი თემური
37. ივანიშვილი მარინა
38. კაჭარავა კარლო
39. კარბელაშვილი თამარი
40. კინწურაშვილი სოფიო
41. კრაწაშვილი დავით
42. კუხალაშვილი ჯემალ
43. ლაზარი (ლასარეიშვილი) ლუკა
44. ლომთაძე ლალი
45. ლორია გია
46. მალაზონია მამია
47. მაისურაძე ირაკლი
48. მანჯავიძე გელა
49. მარგიანი ლევანი
50. მატუაშვილი შალვა
51. მირზაშვილი გიორგი
52. მიქელაძე მამუკა
53. მალაზონია ნოდარ
54. მესხი ავთო
55. მეძმარიაშვილი ნუგზარ
56. მაღლაკელიძე გოგა
57. მატაბელი ქეთი
58. მელიქიშვილი თამარ
59. ნათენაძე ნუგზარი
60. პატიაშვილი გელა
61. რამიშვილი კოკა
62. როინიშვილი გიორგი
63. სიდამონ-ერისთავი ვალერიან
64. სულაკაური დავითი
65. სეხნიაშვილი ზურა
66. სულაბერიძე კოტე
67. ტიმჩენკო ოლეგი
68. ტატიშვილი კახაბერი
69. ურუშაძე ლევანი
70. ფაჩულია კარლო
71. ფეტვიაშვილი რუსუდან
72. ფლორენსკაია ოლგა
73. ფლორენსკი ალექსანდრე
74. ქუთათელაძე ყარამანი
75. შელია ლეილა
76. შველიძე მურთაზი
77. შენგელია მიშა
78. შენგელია ლორეტა
79. შველიძე ლია
80. ჩხარტიშვილი ოთარი
81. ცინცაძე ნანა
82. ცეცხლაძე მაია
83. ცეცხლაძე მამუკა
84. ცეცხლაძე ნიკო
85. ცხადაძე თინათინ
86. ცხვედიანი კოკა
87. წულაძე გელა
88. წერეთელი გოგი
89. ჭურღულია ნანა
90. ჭოღოშვილი ლევან
91. ჭიჭინაძე ლევან
92. ხარანაული ლევან
93. ხუმარაშვილი უშანგი
94. ხუციშვილი გია
95. ჯაფარიძე მამუკა
96. ჯავახიშვილი თემურ
97. ჯინჭარაძე კოტე
98. ჯაბუა დეა
99. ჯაფარიძე თემო
100. ჯიშკარიანი ნინო
სურათზე: ოლეგ ტიმჩენკო „ბრმები“ (ახალი კოლექციიდან)