უკრაინელი მოზარდების მხარდასაჭერად საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
11 აპრილს, 15:00 -18:00 საათზე, უკრაინელი მოზარდების მხარდასაჭერად, სახელოვნებო მიმართულების მოსწავლეების ორგანიზებით, ეროვნული სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნახატების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში ეროვნული სასახლეში რეგისტრირებული უკრაინელი მოზარდებისთვის, ასევე, ჩატარდება თოჯინების, დეკორაციების დამზადების, კოსტიუმების დიზაინისა და ქართული ცეკვის მასტერკლასები.