ილია დარჩიაშვილი: დღეს ვიხსენებთ პოლონეთის პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის, ის საქართველოს დიდი მეგობარი იყო, ხმამაღლა უჭერდა მხარს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სმოლენსკის ტრაგედიის წლისთავს ეხმაურება.
მინისტრის თქმით, პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი საქართველოს დიდი მეგობარი იყო.
„დღეს ვიხსენებთ პოლონეთის პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის და 2010 წლის სმოლენსკის ტრაგედიის კიდევ 95 მსხვერპლს. პრეზიდენტი კაჩინსკი საქართველოს დიდი მეგობარი იყო, ხმამაღლა უჭერდა მხარს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებასა და ბრძოლას ევროპული მომავლისთვის“, – წერს დარჩიაშვილი “ტვიტერზე”.