ალიბეგლოს (საინგილო) ქართული სახალხო თეატრის დამააარსებელი, რეჟისორი ანზორ დოლენჯაშვილი გარდაიცვალა

ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 67 წლის ასაკში, რეჟისორი ანზორ დოლენჯაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.
„შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის, ილია ჭავჭავაძის სახელობის ალიბეგლოს (საინგილო) ქართული სახალხო თეატრის დამააარსებლის, მისი სამხატვრო ხელმძღვანელისა და დირექტორის ანზორ დოლენჯაშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს და ქართულ თეატრალურ საზოგადოებას.
ბატონი ანზორი გახლდათ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ბოლოს მიენიჭა სანდრო ახმეტელის სახელობის პრემია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები