„ლაგუნა ვერესთან” 2 ადამიანის მკვლელობისა და რამდენიმეს დაჭრის ფაქტზე დაკავებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ლაგუნა ვერესთან” კონსტანტინე ქობულიასა და ვახტანგ გურგენიძის მკვლელობისა და კიდევ რამდენიმე ადამიანის დაჭრის ფაქტზე დაკავებული 4 ბრალდებულის სასამართლო პროცესი დაიწყო.

სხდომაზე სასამართლო დაკავებულების – კობა მეტრეველის, გიორგი გელოვანის, გიორგი ასლანიშვილისა და გიორგი პეტრუშკოვის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

ბრალდების მხარე ყველა დაკავებულის მიმართ პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. დაცვის მხარე კი გირაოს შუამდგომლობის დაყენებას აპირებს.

გიორგი გელოვანის ადვოკატი, თამარ აბესაძე მისი დაცვის ქვეშ მყოფის 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას, გიორგი ასლანიშვილის ადვოკატი 5 000-ლარიანი გირაოს, გიორგი პეტრუშკოვის ადვოკატი კი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს.
კობა მეტრეველის უფლებადამცველი კი სასამართლოს გირაოს ფორმალურად შესთავაზებს.

შეგახსენებთ, რომ 3 აპრილს, თბილისში, “ლაგუნა ვერესთან”, გიორგი ქველიაშვილის კუთვნილი საგზაო კომპანიის ოფისში, სადაც ორმხრივი სროლა იყო, რამდენიმე ადამიანი დაჭრეს, 2 პირი – კონსტანტინე ქობულია და ვახტანგ გურგენიძე კი მოკლეს. კონსტანტინე ქობულია ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას ძმა იყო.
კონფლიქტში დაახლოებით, 20 პირი მონაწილეობდა. პროკურატურა შესაძლო დამნაშავე პირთა წრის გაზრდას არ გამორიცხავს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები