„ნეანდერტალელები საქართველოში“ – დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართება

5 აპრილს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის აუდიტორიაში, გაიმართება დოკუმენტური ფილმის „ნეანდერტალელები საქართველოში“ ჩვენება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ფილმი გადაღებულია საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, პროექტის „არქეოლოგია ყველასათვის” (SPG-21-420) ფარგლებში. ფილმში აღწერილია ცუცხვათის მღვიმურ კომპლექსსა და საკაჟიას მღვიმეებში მიმდინარე კვლევები და ახალი აღმოჩენები, ნეანდერტალელთა ისტორია და მათი კულტურა.
ფილმი ეძღვნება საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლის, არქეოლოგ ერეკლე ქორიძის ხსოვნასა და ცუცხვათის მღვიმური კომპლექსის არქეოლოგიური ექსპედიციის წევრის შაქრო ფორჩხიძის ხსოვნას.
ფილმში განხილულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტების „ნეანდერტალელები სამხრეთ კავკასიაში” (№217620, ხელმძღვანელი ნიკოლოზ წიქარიძე), „ნეანდერტალელები დასავლეთ საქართველოში“ ( № YS-18-2771 ახალგაზრდა მეცნიერი: ნიკოლოზ წიქარიძე) და „უკანასკნელ ნეანდერტალელთა და პირველ ანატომიურად თანამედროვე ადამიანთა განსახლება საქართველოში“ (№ 04101, ხელმძღვანელი: ანა მგელაძე) ფარგლებში განხორციელებული კვლევები.

მისამართი: თბილისი, ა. ფურცელაძის ქ. №1.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები