“რუსეთი უკრაინაში სამხედროების გადასროლას საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან ახორციელებს” – ბრიტანეთის თავდაცვა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემით, დიდი დანაკარგის გამო, რუსეთი უკრაინაში ძალების გადასროლას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ახორციელებს.

უწყების ცნობით, გაგზავნილი 1200-დან 2000-მდე ჯარისკაცისგან სამი ტაქტიკური ჯგუფის ფორმირება მიმდინარეობს.

„ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ამ გზით გეგმავდა ჯარის გაძლიერებას, თუმცა, ეს მიანიშნებს იმ მოულოდნელ დანაკარგზე, რომელიც მან უკრაინაში შეჭრის დღიდან განიცადა“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები