ბაჩო დოლიძე – უკრაინის ელჩის გაწვევაზე: საგარეო კუთხით, ეს არის კრახი ჩვენი ხელისუფლებისთვის

„საგარეო კუთხით, ეს არის კრახი ჩვენი ხელისუფლებისთვის. მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიოს ცივილური ნაწილი მხარს უჭერს უკრაინას და პროაქტიულად ეხმარება, ჩვენთან ისე მოხდა, რომ უკრაინამ თავისი ელჩი გაიწვია”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ბაჩო დოლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ის, რაც მოხდა, ცუდი ფაქტია.

„გაიწვია რატომ? იმიტომ, რომ კონკრეტული რეზულტატი ვერ მიიღო საქართველოდან, ეს იყო სანქციების საკითხი, უკრაინის პროაქტიული დახმარება, ეს იყო ის, რომ კომფორტი არ უნდა შეგვექმნა რუსი ოლიგარქებისთვის, რომლებიც გაურბიან იმ სანქციებს, რომელსაც დასავლეთი მათ უწესებთ. ამის გათვალისწინებით, ძალიან ცუდი ფაქტია და რომ არა, კიდევ და კიდევ ჩვენი გმირი ბიჭების თავდადება, არ ვიცი ამ სირცხვილს რა მორეცხავდა, რასაც ქართული ხელისუფლება აყენებს ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა დოლიძემ.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევას ხელი მოაწერა.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები