„ეროვნული ხელისუფლების 419 დღე. ნაწილი I“ – წიგნის წარდგენა გაიმართება
31 მარტს, 19:00 საათზე, „თიბისი კონცეპტის“ სივრცეში (IV სართული), გამომცემლობა „არტანუჯის“ და „უახლესი ისტორიის ცენტრის“ ერთობლივი გამოცემის – „ეროვნული ხელისუფლების 419 დღე. ნაწილი I“ წარდგენა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, „ეროვნული ხელისუფლების 419 დღე“ მეორე რესპუბლიკისა და ხალხის მიერ არჩეული, „ეროვნულ ხელისუფლებად“ წოდებული მთავრობის მოღვაწეობის ყოველდღიური მატიანეა. ამბები მასში 14 ნოემბრიდან 1992 წლის 6 იანვრამდე, ანუ სახელმწიფო გადატრიალებამდე, ქრონოლოგიურადაა დალაგებული.
„30 წლის წინ, 1991 წლის 9 აპრილს, რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო. მანამდე, 1990 წლის 14 ნოემბერს, ამავე საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა, რითაც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში საბჭოთა რეჟიმი მშვიდობიანად დასრულდა და მეორე რესპუბლიკის არსებობის პერიოდი დაიწყო. ამ მოვლენათა სათავეში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი, ქვეყნის პირველი პრეზიდენტი – ზვიად გამსახურდია და 1990 წლის 28 ოქტომბრის მრავალპარტიულ არჩევნებში გამარჯვებული „ეროვნული ხელისუფლება“ იდგნენ. მმართველობის 14 თვეზე ნაკლები ხნის განმავლობაში საფუძველი ჩაეყარა თანამედროვე ქართულ სახელმწიფოს, შეიქმნა მისი ინსტიტუტები და გამოიკვეთა ძირითადი საგარეო-პოლიტიკური მიმართულებები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

წიგნში მოცემულია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, სამხედრო, საზოგადოებრივი, რელიგიური, კულტურულ-საგანმანათლებლო, სპორტული, კრიმინალური და ა. შ. მოვლენები. დიდი ყურადღება ექცევა საბჭოთა კავშირსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს და მათ გავლენას საქართველოზე.
წიგნის ავტორ-შემდგენლები არიან: გიორგი არქანია, გიგი გიოშვილი, გიორგი ბუცხრიკიძე;
წიგნის ავტორ-შემდგენლები არიან: გიორგი არქანია, გიგი გიოშვილი, გიორგი ბუცხრიკიძე;
სამეცნიერო რედაქტორი – დიმიტრი შველიძე.
წიგნში და გარეკანზე გამოყენებულია საქართველოს ეროვნულ არქივსა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული ფოტომასალა
წიგნი გამოიცა საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით.